მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის მიმდინარეობას ეცნობიან

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის მიმდინარეობას ეცნობიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ორგანიზებით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ახალი ეროვნული სტრატეგიის გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა იმართება.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გამართული საინფორმაციო სესიები, მათი წარმომადგენლების უკეთ ინფორმირებას, კანონის დებულების, სტრატეგიის შინაარსის და გასატარებელი ღონისძიებების გაცნობიერებას მოიცავს საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიესალმა და ორდღიანი სამუშაო ფორმატის მნიშვნელობასა და კანონის იმპლემენტაციის ეტაპებზე ისაუბრა.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მონიტორინგის საბჭო, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ვხვდებით. შეხვედრის მიზანს იმ ახალი რეფორმის გაცნობა წარმოადგენს, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებებს ეხებათ. პარლამენტის და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული რეფორმა ავტორიზაციის პროცესით უკვე დაიწყო. რეფორმის მიმდინარეობად ოთხი წელია განსაზღვრული და იგი მომავალზე ორიენტირებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს. კერძოდ, სკოლამდელი დაწესებულება - საბავშვო ბაღები, რომელიც განათლების პირველ საფეხურადა არის აღიარებული, აღზრდის, განათლების და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების გათვალისწინებით, სრულიად თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზე გადაეწყობა. ამ რეფორმის პროცესში მუნიციპალიტეტებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, რადგან სწორედ ისინი ახორციელებენ ავტორიზაციის პროცესს, რომელიც 2018 წლის ბოლომდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა საჯარო და კერძო ბაღმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლისთვისაც აუცილებელია წინაპირობების შესრულება. რა ჩავდეთ ჩვენ კანონმდებლებმა ამ რეფორმაში და როგორ უნდა წარიმართოს იგი, ამაზე ვისაუბრებთ ორი დღის განმავლობაში, რათა მუნიციპალიტეტებს გაუადვილდეთ ავტორიზაციის პროცესი და მაქსიმალურად დავიცვათ ის სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სკოლამდელი დაწესებულება. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელშიც სახელმწიფო უდიდესს რესურს დებს და ეს არის მომავლის რეფორმა, რომელიც ემსახურება ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ღონისძიების მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მიესალმნენ.

გამომსვლელებმა რეფორმის მომზადების პროცესზე, სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბავშვის განვითარებისთვის, სწორედ სკოლამდელ დაწესებულებებში მიცემული განათლება განსაზღვრავს მის წარმატებულობას და ამ მიმართულებით, განათლების სექტორის გაუმჯობესებას, წამყვანი ადგილი უკავია.

პარლამენტის ინფორმააციით, მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ, შეხვედრა პრეზენტაციებით და დისკუსიებით გაგრძელდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით დადგენილი სიახლეების პრეზენტაცია წარმოადგინა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

დღევანდელ საინფორმაციო ფორმატის შეხვედრისას კანონის აღსრულების პროცესში მუნიციპალიტეტების ძირითად პასუხისმგებლობებსა და სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებების თაობაზე, პარლამენტში ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს კონსულტანტმა, თემურ თორდინავამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაურმა პრეზენტაციები წარმოადგინეს

აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის გამართული საინფორმაციო სესია მუშაობას ხვალ დაასრულებს. შემდგომ ეტაპზე კი, ანალოგიური შინაარსის შეხვედრები, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვისაც გაიმართება.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა