თამარ აბესაძე - უახლოეს დღეებში გვეცოდინება, ვის ინტერესში შედიოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების გარიგებული მატჩების სკანდალში გახვევა

საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” მწვრთვნელის, ვაჟა კვარაცხელიასა და ”სოხუმის” თანამფლობელ თემურ დათიკაშვილის ადვოკატის თამარ აბესაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ ვის ინტერესში შედიოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფების გარიგებული მატჩების სკანდალში გახვევა. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს, ე.წ. მოდულის შენობიდან გამოვლის შემდეგ განუცხადა, დანაშაული პროვოცირებულია ჩანერგილი პირის მიერ და რეალურად, არავითარ თამაშების ჩაწყობას ადგილი არ ჰქონია.

„ბრალს გაეცნენ დეტალურად. ბრალის დადგენილებაზე გააკეთეს წარწერა - გავეცანით, მაგრამ არ ვეთანხმებით გარემოებებს, რომელიც ბრალშია მითითებული. მათი პოზიციაა, რომ ასეთი სახის დანაშაული არის პროვოცირებული. აინტერესებთ ძალიან, როგორი სახის ჩვენებები აქვთ მიცემული მათ საწინააღმდეგოდ იმ პირებს, ვინც დაკითხულები არიან საქმეში. არც ერთ შემთხვევაში არ იყვნენ ჩართული გარიგებაში და უახლოეს დღეებში გვეცოდინება, ვის ინტერესში შედიოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების გარევა ამ თემაში“, - განაცხადა აბესაძემ.

გარდა ამისა, ადვოკატი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საქმეში არ ფიგურირებს არც ერთი კალათბურთელი, რაც მატჩების გარიგების ფაქტს კიდევ უფრო დიდი კითხვვს ნიშნის ქვეშ აყენებს.

„დათიკაშვილი ამბობს ასეთ რაღაცას - კალათბურთის თამაშის დროს, ვერცერთი მსაჯი ვერ დაუფარებს ხელს მოთამაშეს, როდესაც ის თუნდაც სამ ქულიანებს აგდებს. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ ამ საქმეში თვითონ კალათბურთელებიც უნდა იყვნენ ჩართულები, რომ მათ სპეციალურად ააცილონ ფარს, ან გადავიდნენ საჯარიმო ზოლზე და ა.შ. თუმცა საქმეში კალათბურთელები არ ფიგურირებენ“, - განაცხადა აბესაძემ.

რაც შეეხება ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, როგორც ადვოკატი აცხადებს, მასალების გაცნობა ვერ მოასწრო, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ თამაშების ჩაწყობაზე იქ საუბარი არაა.

„ჩანაწერებში მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი. ასევე კონკრეტულად არ არის ლაპარაკი თამაშის ყიდვაზე, ჩაწყობაზე და სასურველი შედეგის დადგომაზე“, - განაცხადა თამარ აბესაძემ.

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა