საპატრულო პოლიციამ გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა

საპატრულო პოლიციამ გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაკეტილი გზის მონაკვეთის მისასვლელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის გუდაურის განყოფილების თანამშრომლები აკონტროლებენ.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყველა სახის ავტომანქანებს დაბა ჟინვალში აჩერებენ, გზის გადაკეტვის შესახებ აწვდიან ინფორმაციას და ურჩევენ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში განლაგდნენ. ხოლო რუსეთის ფედერაციაში მიმავალი ავტომანქანების მძღოლებს უხსნიან, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილებას უახლოეს საათებში ვერ შეძლებენ.

მათივე ინფორმაციით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გზაზე გაჩერებულ ავტომანქანების მძღოლებსა და მგზავრებს, შესაბამის დახმარებას უწევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა