ირაკლი კობახიძე - პარლამენტის მიზანი იყო, განხორციელებულიყო საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ არ შემდგარიყო ეს რეფორმა

პარლამენტის მიზანი იყო, რომ საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელებულიყო, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ არ შემდგარიყო ეს რეფორმა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტისა და პარლამენტის პოზიციებს შორის კონცეპტუალური განსხვავება იყო.

„პარლამენტის მიზანი იყო, რომ განხორციელებულიყო საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ არ შემდგარიყო საკონსტიტუციო რეფორმა. ამ კონცეპტუალურმა განსხვავებამ პოზიციებში განაპირობა ის ერთგვარი დაპირისპირება, რომელიც წარმოიქმნა პრეზიდენტსა და პარლამენტს, პრეზიდენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას შორის. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად. ჩვენ წარვსდექით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომარჩევლის წინაშე ძალიან კონკრეტული პროგრამით და ჩვენი - პარლამენტის მთავარი ამოცანაა ამ პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა ჩვენი კომპეტენციების საფუძველზე. თუ პრეზიდენტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ექნება ამ ყველაფერში პოზიტიური წვლილის შეტანის სურვილი, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა