კახა კალაძე გლდანის პარკში წინასაახალწლო კონცერტს დაესწრო

გლდანის პარკში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან და გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გლდანის პარკში, წინასაახალწლო კონცერტს დაესწრო.

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, პარკში ბავშვებისა და უფროსებისთვის წარმოდგენები გაიმართა. მათ განწობაზე ანიმაციური გმირები, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტები და მხიარული წამყვანები ზრუნავდნენ.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიება პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღის ბოლოს კი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა