ზაზა ხატიაშვილი - დავით ასათიანი 8 წლის განმავლობაში ადვოკატთა უფლებებისთვის ჩემთან ერთად იბრძოდა

ადვოკატთა ასოციაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტს დავით ასათიანი ღირსეულად უხელმძღვანელებს. როგორც ხატიაშვილმა ჟურნალისტებს მეორე ტურის არჩევნების დასრულების შემდეგ განუცხადა, დავით ასათიანი არის ის პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში მასთან ერთად ღირსეულად იბრძოდა ადვოკატთა უფლებების დასაცავად. ხატიაშვილმა მის შემცვლელს გამარჯვება მოულოცა.

"ადვოკატთა კორპუსის გაერთიანება შევძელით, დავით ასათიანი იყო ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა 8 წელი ადვოკატთა უფლებებისთვის და განვითარებისთვის. ამ ადამიანს არაფერი დაუშურია იმისთვის, რომ ასოციაცია უფრო ძლიერი და წარმატებული გამხდარიყო. ვფიქრობ, რომ დავით ასათიანი იქნება ადვოკატთა ასოციაციის წარმატებული თავმჯდომარე, მას აქვს დიდი ლეგიტიმაცია, მიიღო ბევრი ხმა”,- განაცხადა ხატიაშვილმა.

ამასთან,ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ადვოკატებს დღეს შეტყობინებები მიუვიდათ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურზე არ მისულიყვნენ. მიუხედავად ამისა, ხატიაშვილის თქმით, არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის ადვოკატი გამოცხადდა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამარცხვინო ფაქტს ჰქონდა ადგილი, ადვოკატები დღის განმავლობაში იღებდნენ მესიჯებს, რომ ასოციაციის საერთო კრებაზე არ მისულიყვნენ და კრების ჩაშლა უნდოდათ, ვფიქრობ, რომ ამის მიუხედავად ეს იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები”,- განაცხადა ხატიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 953-მა ადვოკატმა მიიღო, რომელთა უმრავლესობამ - 922-მა არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.

რაც შეეხება ასათიანის კონკურენტს, ლევან ჯანაშიას, მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, 23 ხმა მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა