ფოთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურა ექნება

ფოთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურა ექნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და ჰოლანდიური კომპანია TAHAL Group BV-ის საერთაშორისო განყოფილების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ალონ იეგნესმა, ასევე საოპერაციო დირექტორმა,ირის იანციკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, ქალაქ ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბო სადგურები, რაც ხელს შეუწყობს სანიტარული პირობების გაუმჯობესებას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 89 943 800.22 ლარით დააფინანსებს.

პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. სამუშაოების დასრულება 2020 წელს იგეგმება, რის შემდეგაც ქალაქ ფოთს სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურა ექნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა