გიორგი აბაშიშვილი 2008 წლის ომის შედეგად დევნილ მოზარდებსა და ვეტერანთა შვილებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ,,მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის“ მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოზარდები, ომის ვეტერანთა შვილები, ყრუ და სმენადაქვეითებული ახალგაზრდები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა ზამთრის სკოლის ფარგლებში, ბაკურიანში, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, "ქალთა თანადგომა მშიდობისათვის" ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის, კულტურული, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები. ასევე, ბორჯომისა და ბაკურიანის ღირსშესანიშნაობების მონახულება.

ზამთრის სკოლის დასრულების შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი პრეზენტაცია, სადაც ყველა მონაწილეს პროექტის მხარდამჭერების სერტიფიკატები გადაეცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა