გიორგი გახარია - კრიმინალური მენტალიტეტის სუბკულტურის შემორჩენილი კომპონენტები არის პრობლემა

კრიმინალური მენტალიტეტის სუბკულტურის შემორჩენილი კომპონენტები არის პრობლემა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ზემოაღნიშნული პრობლემაა იმიტომ, რომ ეს გახლავთ ორგანიზებული დანაშაულის წყარო და, სამწუხაროდ, მსგავსი წყარო ჯერ კიდევ არის შემორჩენილი.

„აქაც ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ, საზოგადოებასა და სამართალდამცავს შორის ნდობისა და შემდგომი თანამშრომლობის აღდგენა. აქ, ერთმნიშვნელოვნად, ყველა მხრიდან უნდა იყოს გააზრებული, რომ საზოგადოების უსაფრთხოება არის ჩვენი პირადი და ყველა მოქალაქის ინტერესი. შესაბამისად, აქ გაუცხოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც საპოლიციო სისტემა, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილი. იქ, სადაც ჩვენი თანამშრომლის ან ჩვენი სისტემის რომელიმე წარმომადგენლის გადაცდომას ექნება ადგილი, ღიად უნდა შევხედოთ და ღიად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება, თუმცა საზოგადოების, მოქალაქეების მხრიდან უნდა მოვითხოვოთ, ამ ერთობლივ საქმეში შესაბამისი მონაწილეობა. კრიმინალური მენტალიტეტი ჩვენთვის პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც ეს ერთმნიშვნელოვნად ორგანიზებული დანაშაულის წყაროა. ეს არის პრობლემა და ამის გადალახვა გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ფუნქცია“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა