ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრი" დაბა ბაკურიანს მოემსახურება

25 დეკემბრიდან, ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრის" ფილიალი იხსნება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრის“ ბრიგადები 24 საათის განვლობაში სრულ მზადყოფნაში იქნებიან, რომ დროული და ადეკვატური დახმარება გაუწიონ დაბა „ბაკურიანში“ მცხოვრებ და ასევე დასასვენებლად მყოფ პატარებს.

”ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ 0 დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებს მოემსახურება.

ბაკურიანში ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრის“ საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე 16 112”, - ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა