ავთანდილ ცინცაძე - 2018 წელს საბურთალოს რაიონში ორი მასშტაბური პროექტი განხორციელდება

2018 წელს საბურთალოს რაიონში ორი მასშტაბური პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს აცნობენ.

საბურთალოს მეოთხე ოლქის მცხოვრებლებს მომავალ წელს რაიონში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ, საკრებულოს წევრ ირაკლი ზარქუასთან და პარლამენტის წევრ მამუკა მდინარაძესთან ერთად მიაწოდა. შეხვედრას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძეც ესწრებოდა.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, საბურთალოს რაიონში, მომავალ წელს, ორი დიდი პროექტი განხორციელდება. კერძოდ, ვაშლიჯვარში ესტაკადების მშენებლობა დაიწყება, ხოლო სოფელ დიღომში საკანალიზაციო ქსელის ცენტრალური მაგისტრალი მოეწყობა, რაც სამუშაოების მასშტაბურობის გამო შედარებით გრძელვადიანი პროექტია.

დეპუტატის განცხადებით, ამ ეტაპზე დიდ დიღომში 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ერთი პროექტირების პროცესშია, 2018 წლიდან კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საჭიროების გათვალისწინებით, კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღისა და სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი.

საკრებულოს დეპუტატმა ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან აღნიშნული პროგრამებით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა