აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები, ბათუმის სპორტული ცენტრის 10 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ სასპორტო ცენტრის დამსახურებული, წარმატებული ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელები.

მათივე ცნობით, სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

საიუბილეო საღამო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ცენტრის ერთეულთა თანრიგის მოციგურავეები, სინქრონული დასი, ბათუმის ჰოკეისტთა გუნდი, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით მოღვაწე მორის ყვითელაშვილი, ირაკლი მაისურაძე და ქუთაისელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა