რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსზე გაჩერებულ მგზავრებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ

რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გაჩერებულ მძღოლებს და მგზავრებს საკვები პროდუქტი ურიგდებათ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს გზის გაწმენდითი სამუშაოებს, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს.

მგზავრებს და მძღოლებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტებით პერიოდულად ამარაგებს. ასევე, რამდენიმე ადგილას განთავსდა ბიო- ტუალეტები.

ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურები, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა