”ნაციონალური მოძრაობა” ყველას, ვინც დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველას, ვინც დღეს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, დღევანდელ დღეს ულოცავს. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავთ. შობის დღესასწაული კათოლიკეებს, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლსა და ორმოცდაათიანელებს, ენმ-ის ლიდერებმა ნიკა მელიამ, ხატია დეკანოიძემ, გიორგი როინიშვილმა და სევდია უგრეხელიძემ პირადად მიულოცეს. საქართველოს კონსტიტუცია დაფუძნებულია პიროვნების თავისუფლების ქრისტიანულ ტრადიციაზე და იცავს თითოეულ მოქალაქეს. თავისუფლების დაცვა ჩვენი აწმყოსა და მომავლის ურყევ ფუნდამენტად უნდა იქცეს. გისურვებთ ულევ სიხარულს, წინსვლას, წარმატებებს და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა დაცულია, სადაც პიროვნების ღირსება უპირობო და ხელშეუვალია”, - აცხადებენ პარტიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა