საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი“, არადეკლარირებული ხიზილალა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 540 ცალი ხიზილალა თუნუქის 140 გრამიან ქილებში აღმოაჩინეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,640 ლარი შეადგინა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რისკის პროფილის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის, მ.ა-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დასკანერებისა და დეტალური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8,640 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა