საქართველოს პროკურატურა დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პროკურატურა ულოცავს დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

„ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში ადვოკატების საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე შეუძლებელია.

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს თანასწორობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, ადვოკატთა კორპუსთან გააღრმავოს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის, პროფესიული განვითარებისა და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების კუთხით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ 24 დეკემბერს აირჩიეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა