ილია მეორე მრევლს - ეს 40 წელი იყო უმძიმესი - მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და სიყვარული რომ არ ყოფილიყო

ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი, - ამის შესახებ სრულიად-საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სვეტიცხოვლის ტაძარში, ინტრონიზაციის 40 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგიისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ამ წლების გავლას ვერ მოახერხებდა, რომ არა მრევლისა და ხალხის სიყვარული. ამასთან უწმინდესმა მრევლს მისთვის ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. მე ყველას დიდ მადლობას ვუძღვნი. მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო, უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე. მე მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, რომელიც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია“, - ბრძანა ილია მეორემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა