ილია მეორე - შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება

გერმანიაში რომ ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და ერთმა სტუდენტმა მითხრა, უწმინდესო, მე ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. გმადლობთ, გაიხარეთ, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, - ამის შესახებ სრულიად-საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სვეტიცხოვლის ტაძარში, ინტრონიზაციის 40 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგიისას ბრძანა. ილია მეორემ მისი პატრიარქობის 40 წელზე ისაუბრა და ბრძანა, რომ „შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.“

„კიდევ ერთხელ მადლობას გიძღვნით ყველას თქვენი სიყვარულისთვის, თქვენი ყურადღებისთვის. მე მახსენდება ერთი შემთხვევა - გერმანიაში რომ ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და ერთმა სტუდენტმა მითხრა, უწმინდესო, მე ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. გმადლობთ, გაიხარეთ ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, განსაცდელი გამოვლილი გვაქვს. შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენი ერი გამთლიანდება და გაიხარებს“, - ბრძანა ილია მეორემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა