სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დასრულდა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დასრულდა.

წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს წმინდა სინოდის სახელით ჯერ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპილიტმა დანიელმა, შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიმართეს და უწმინდესის 40-წლიან ღვაწლზე ისაუბრეს.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ასევე ამბიონიდან საზოგადოებას პატრიარქისადმი მილოცვის წერილები წაიკითხა, კერძოდ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, რომის პაპის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მილოცვები, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კირილის მილოცვის ტექსტი კი ამბიონიდან რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა წაიკითხა.

ამის შემდეგ ტაძარში შეკრებილებს თავად უწმინდესმა მიმართა.

„მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა. მე მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელიც ლოცულობს ჩემთვის და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ამბიონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიწვია, რომელმაც პატრიარქს აღსაყდრების 40 წლისთავი მიულოცა.

„თქვენი პატრიარქობა სულიერების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას სხვადახვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები, სასულიერო პირები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა