GIPA-სა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GIPA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის 3 - წლიანი მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“GIPA-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში ორივე ორგანიზაცია განახორციელებს ერთობლივ პროექტებს და ითანამშრომლებენ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივების განხორციელებისათვის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს GIPA-ს რექტორმა - მაკა იოსელიანმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საფეხბურთო კლუბებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, GIPA-ს ადმინისტრაცია და სტუდენტები.

ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, GIPA ფედერაციასთან ერთად, განახორციელებს ფეხბურთის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამას, რომლის მიზანია ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების თანამედროვე მენეჯმენტის უნარებში გადამზადება. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 5 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის. პროექტი 3 წლის განმავლობაში სრულად დაფინანსდება ფეხბურთის ფედერაციის მიერ.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა სტუდენტებს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო პროექტებსა და ფეხბურთის მოწყობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ფეხბურთის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამის მიღმა, GIPA და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამომავლო ერთობლივ პროექტებს გეგმავენ, რომელთა განხორცილებაც 2018 წელს იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა