მსახიობ გიორგი მახარაძეს დახმარება ესაჭიროება

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, - ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი მარიამ ქაცარავა ავრცელებს. "მეგობრებო, ვწუხვარ, რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს! მსახიობ გიორგი მახარაძეს, სამწუხაროდ, დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით. 599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა). დიდი მადლობა ყველას", - წერს ქაცარავა.

ცნობისთვის, გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული პოპულარობა მას "ტიფლისმა" და "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე, მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი ბანკის“ ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა