პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50- ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა. შედეგად, სამი ადგილობრივი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ”ინტერპრესნიუსს“ უდასტურებს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა