არსებული ინფორმაციით, კალათბურთის დაკავებული მსაჯები და მწვრთნელები მატჩების გარიგების სანაცვლოდ მიღებულ თანხას კიდევ ერთ პირთან ინაწილებდნენ

არსებული ინფორმაციით, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, რომელიც სავარაუდოდ, კალათბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, საქმის მასალების მიხედვით, მატჩების კონკრეტული შედეგით დასრულების სანაცვლოდ მიღებულ თანხას ბრალდებულები კიდევ ერთ ადამიანთან ინაწილებდნენ. კერძოდ, საუბარია კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, აღნიშნული პირის შესახებ ბრალდებულები ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში საუბრობენ, თუმცა ჩვენებებში მის ვინაობას არ ასახელებენ.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირას დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა