პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილის ბებია მისი შვილიშვილის ახმედ ჩატაევთან კავშირს გამორიცხავს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია შვილიშვილის თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ახმედ ჩატაევთან რაიმე კავშირს გამორიცხავს. ელენე მაჩალიკაშვილი ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ხეობაში გამთენისას მომხდარის დეტალებს იხსენებს.

"სამი საათი იყო და მაღლა სართულზე სროლის ხმა გავიგე, ჩემს მძინარე შვილიშვილს საწოლში ესროლეს. ეზო სავსე იყო სამართალდამცველებით, ჩემი შვილი და რძალი დაკავებული ყავდათ და ადგომის საშუალებას არ აძლევდნენ. არაფერი გვითხრეს, ისე დაიწყო ეს ყველაფერი. გამორიცხულია თემირლანის კავშირი ახმედ ჩატაევთან. თუ დამნაშავე იყო, საწოლში მძინარეს რატომ ესროლეს, ისე დაეკავებინათ. ვიცით, რომ დაჭრილია, მაგრამ არ ვიცით ახლა სად ყავთ და როგორ არის”,- განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს