თბილისში დაკავებული ხიზირ მარგოშვილის მეუღლე - ჩვენი სახლი გაჩხრიკეს, ვერაფერი იპოვეს და ბავშვის ლეპტოპი და ტელეფონები წაიღეს

სუს-ის მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას თბილისში დაკავებული პანკისელის, ხიზირ მარგოშვილის მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა მათი სახლის ჩხრეკის შედეგად ბავშვის ლეპტოპი და ტელეფონები წაიღეს.

როგორც მარგოშვილის მეუღლე ლია დუიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჩხრეკა მათ სახლში წუხელ ჩატარდა.

"სახლს რომ ჩხრეკდნენ, მესოდა საუბარი - ჩემს ქმარზე ამბობდნენ, გაიქცა, თუმცა თბილისში ვიპოვეთ და დავაკავეთო. ხიზირი 5-6 დღეა, რაც თბილისში წავიდა თავის საქმეზე. ღამის შემდეგ მე ვეღარ დავუკავშირდი და არაფერი ვიცი. წუხელ ჩვენს ეზოში ბევრი სპეცრაზმელი იყო. ყველაფერი გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. საბოლოოდ, ბავშვის ლეპტოპი და ტელეფონები წაიღეს. თვითონვე უკვირდათ, იარაღს ვეძებდით და ვერაფერი ვნახეთო. არ ვიცი, რა უნდათ ჩვენგან, რას ვაშავებთ," - განაცხადა ხიზირ მარგოშვილის მეუღლემ.

აღსანიშნავია, რომ სუს-ის ინფორმაციით, ხიზირ მარგოშვილის გარდა დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც უშუალოდ პანკისში აიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს