ენერგოომბუდსმენის აპარატი - შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით, 2017 წელს წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს

ენერგოომბუდსმენის აპარატში შესული საჩივრების რაოდენობის მიხედვით 2017 წელს წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს.

როგორც ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მოქალაქეთა უფლებრივი მდომარეობის შესახებ წარმოდგენილი შემაჯამებელი ინფორმაციის პრეზენტაციისას განაცხადა, წყალმომარაგების სექტორში წლის განმავლობაში შესულია 1 718 განცხადება, ელექტროენერგიაში - 1 273, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში - 1 342 განცხადება. მისივე ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით საჩივრები წყალმომარაგების სექტორში დაფიქსირდა კომპანიის არასათანადო მომსახურებაზე, რაც გამოწვეული იყო მთელი წლის განმავლობაში მომსახურების ხშირი შეწყვეტით.

„საჩივრები აგრეთვე დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებასთან. რეგიონებში აქტიურად მოითხოვენ წყალმომარაგების ქსელის განვითარებას და მიწოდების სიხშირის გაზრდას. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, ის მომართვიანობის მხრივ მეორე ადგილზეა. 2016 წელთან მოიმატა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველთა განცხადებებმა, რომლებიც ძირითადად ვადების დარღვევაზე მიუთითებენ. გაზის სექტორში მრავლად დაფიქსირდა ხანდაზმული დავალიანებების პრობლემაც“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ კვლავ აქტუალური რჩება სამი და მეტი წლის წინ კომპანიის მიმართ წარმოქმნილი ვალები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ასახული იყო მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის მაგალითზე.

„ამ მხრივ სერიოზული წინსვლა გვაქვს, ვინაიდან მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივი დამცველის დიდი ძალისხმევით გათავისუფლდა ამ ვალდებულებებისგან. რეგიონში აქტუალურია მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლის საკითხიც“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა