ენერგოომბუდსმენი - საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე, კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2017 წლის განმავლობაში 1 070 558 ლარი შეადგინა

საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2017 წლის განმავლობაში 1 070 558 ლარი შეადგინა.

როგორც ენერგოობუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სტატისტიკის პრეზენტაციისას განაცხადა, 2017 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4 225 რეკომენდაცია, ხოლოო სემეკ-ს 1 358 შუამდგომლობით მიმართეს.

”საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2017 წლის განმავლობაში 1 070 558 ლარი შეადგინა, ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე 1 501 261 ლარი ჩამოიწერა. ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 2 571 820 ლარი შეადგინა”, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მომავალი წლიდან ომბუდსმენი განახლებული გეგმით შეუდგება სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების და მიზნების განხორციელებას და მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა