სერჟ სარგსიანი ილია მეორეს - მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ ჩვეულებრივი მეზობლები არ ვართ და ჩვენ ვართ ძმები

მახსოვს თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენ ჩვეულებრივი მეზობლები არ ვართ, ჩვენ ვართ ძმები, რომლებმაც ათასწლეულები გავიარეთ და მადლობა ღმერთს, ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა არაფერი ისეთი, რასაც შეეძლო ჩრდილი მიეყენებინა ჩვენი ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე განაცხადა.

სომხეთის პრეზიდენტმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ერის და პირადად ჩემს მაგივრად იმ ლოცვების, იმ პოზიციის გამო, რომელსაც თქვენ ყოველთვის ახმოვანებთ და რომელიც მიმართულია ჩვენი ერების მეგობრობაზე. მე მახსოვს თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენ ჩვეულებრივი მეზობლები არ ვართ, ჩვენ ვართ ძმები, რომლემაც ბევრი ათასწლეული გავიარეთ და მადლობა ღმერთს, ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა არაფერი ისეთი, რასაც შეეძლო ჩრდილი მიეყენებინა ჩვენი ურთიერთობებისთვის. ჩვენ მოვალენი ვართ და ასეც ვიქცევით, ამ ისტორიულ საფუძველზე დავაფუძნოთ დღეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც ვითარდება. გუშინდელი მოლაპარაკებები, დღევანდელი შეხვედრა, მე ვფიქრობ, ამის დადასტურებაა“, - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა