მთავარი პროკურორის მოადგილე - ზვიად რატიანის საქმეზე მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია

ზვიად რატიანის საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია.

"პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. საქმეზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია", - განაცხადა გაბიტაშვილმა.

როგორც ცნობილია, პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა