პროკურორი - ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ნათქვამი, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან

დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან, - ამის შესახებ ოთარ აბესაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, მოსამართლემ არ მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნა იმის საკმარის არგუმენტად, რომ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა.

"დაცვის მხარე აპელირებდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე და ითხოვდა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა, თუმცა ამ დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ბრალდებულის შეუძლოდ გახდომას, პროკურორის ინფორმაციით, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი ცოტა ხნით შეწყდა, თუმცა შუამდგომლობების განხილვა მხარეებმა მოგვიანებით კვლავ გააგრძელეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა