კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ხვალ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, შოთა რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე და ფონდის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, წევრები - როინ მეტრეველი და ქეთევან ნემსაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე, კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კსუ-ში მოღვაწე მეცნიერების, მათი კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ დააწესა. სამეცნიერო პრემია „თამარი“ კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის სახელს ატარებს. ცერემონიაზე კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდება. ფულადი პრემია შემდეგნაირად განისაზღვრა: I პრემია - 3750 ლარი (დარიცხული); II პრემია - 2500 ლარი (დარიცხული); III პრემია - 1250 ლარი (დარიცხული) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერისთვის.

სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა