ფრაქციების ფორმირების საკითხზე ირაკლი კობახიძის კაბინეტში ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს

ფრაქციების ფორმირების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, სავარაუდოდ, კონსულტაციები მიმდინარეობს.

ამ წუთებში კობახიძის სამუშაო კაბინეტში შეკრებილი არიან პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრები.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტში დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის გამართვა. წინასწარი ინფორმაციით, კომიტეტის სხდომა სწორედ ახალი ფრაქციების შექმნის საკითხს ეძღვნება.

უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქცია იქმნება, რომელსაც ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია უმრავლესობაში არსებულ ფრაქციებში ფრაქციის წევრების გადანაცვლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა