პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ამ წუთებში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის წევრებმა განუცხადეს, სპეციალისტები იმ ოთახში იმყოფებიან, სადაც მაჩალიკაშვილი დაჭრეს.

მათივე თქმით, ექსპერტებმა ტერიტორია დაათვალიერეს და გამოძიებისთვის საჭირო სისხლის ნიმუშებს იღებენ.

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა