სასჯელაღსრულების სამინისტრო - ოთარ აბესაძეზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა მიმდინარეობს

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ჩაფიძის კლინიკაში ოთარ აბესაძეზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა მიმდინარეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროში განუცხადეს, აბესაძე სამედიცინო დაწესებულებაში სასამართლოდან გადაიყვანეს.

”ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესის დროს გახდა ცუდად. გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც იგი გადაიყვანა ჩაფიძის კლინიკაში. მასზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა მიმდინარეობს”, - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

როგორც ცნობილია, ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა