ეკა ბესელია - როდესაც მასშტაბური ღონისძიება ტარდება, არ არის გამორიცხული გადაცდომა, მაგრამ მთავარია მასზე რეაგირება

როდესაც მასშტაბური ღონისძიება ტარდება, არ არის გამორიცხული გადაცდომა, მაგრამ მთავარია ამაზე რეაგირება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში გატარებული ღონისძიების შეფასებისას განაცხადა.

ბესელიას შეფასებით, შს მინისტრ გიორგი გახარიას პოზიცია აბსოლუტურად სწორი და რელევანტურია.

"ეს ღონისძიება იყო ძალიან მასშტაბური. როდესაც ამ მასშტაბის ღონისძიება და შემოწმება ტარდება უსაფრთხოებისთვის და საზოგადოების დაცვის მიზნით და ეხება ასეულობით ადამიანს (ამოღებულია ძალიან ბევრი კანონსაწინააღმდეგო საგანი: იარაღი, ნარკოტიკი, გამოვლენილია დანაშაულებრივი ფაქტები), ბუნებრივია, ასეთ დროს არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ გადაცდომებსაც. მთავარია, რომ ამაზე მოხდეს სწორი რეაგირება. თუკი რამე გადაცდომა ხდება, ამაზე რეაგირება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა. მე ვაკვირდები რა ყურადღებით ამ პროცესებს და მიმაჩნია, რომ მინისტრ გიორგი გახარიას პოზიციები, ხედვა არის აბსოლუტურად სწორი, რელევანტური, როდესაც ის საუბრობს ბალანსის დაცვაზე და სამართლებრივ რეაგირებაზე, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს",- განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა