დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი შოტლანდიაში ძველ ადგილს დაუბრუნდა

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში „საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომლის დემონტაჟიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს მოთხოვნით მოხდა, ძველ ადგილს დაუბრუნდა, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.

„ძეგლი დააბრუნეს და დააყენეს ძველ ადგილზე. ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე თანათავმჯდომარეებმა გვამცნეს, რომ დაუკავშირდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც მათ განუცხადეს, რომ ძეგლი ძველ ადგილს დაუბრუნდა“, - განაცხადა კოვემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნოემბერში შოტლანდიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახდინა კილმარნოკში განთავსებული მემორიალის დროებითი დემონტაჟი მისი დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში მოყვანის მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა