სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე N14 პენიტენციური დაწესებულების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N14 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მის ხელმძღვანელებთან ერთად ახლად გახსნილი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა და იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულებაში ასევე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახლად რეაბილიტირებული სამედიცინო პუნქტიც დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტი, სასტერლიზაციო, შიდსისა და ინფექციური დაავადებების სკრინინგისა და სხვა სახის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტის მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იქ მომუშავე პერსონალს მადლობა გადაუხადა.

„დავათვალიერეთ გეგუთის N14 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მინდა, აღვნიშნო, რომ მომსახურე პერსონალი ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია, სათანადო დახმარება გაუწიონ აქ მყოფ მსჯავრდებულებს“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური ჯანდაცვის ორგანიზებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი რეფორმა განახორციელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა