ქედის სოფლებში მცხოვრებ 7 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო-საშობაო საჩუქრები გადასცეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა , ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან გორგილაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძესთან ერთად, ქედის სოფლებში მცხოვრებ 7 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო-საშობაო საჩუქრები მიუტანეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროდუქტები და ტკბილეულობა ნამონასტრევის, კუჭულას, გობრონეთის, დოლოგნის, ძენწმანის, პირველი მაისისა და ჯალაბაშვილების მცხოვრებლებს გადაეცათ.

მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივა ამ დღეებში კვლავაც გაგრძელდება და უმაღლესი საბჭოს საშობაო-საახალწლო საჩუქრებს კიდევ რამდენიმე ოჯახი მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა