თელავში, ალაზნის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების 50-მდე მანქანაა მობილიზებული.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სპეცრაზმელების ნაწილი სპორტკომპლექსის შენობაში განლაგდა. სპეცრაზმის მობილიზების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.