თბილისის მერი წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე ისნისა და დიდუბის რაიონებში წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო, სადაც გამგეობების ორგანიზებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართა.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებებზე ისნისა და დიდუბის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდნენ.

“დიდუბის რაიონის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება დამდეგ შობა-ახალ წელს ეძღვნება. დღევანდელი კონცერტი განსხვავებულია შინაარსობრივად, იმ მხრივ, რომ ამ ღონისძიების ყველა მონაწილე, როგორც შემსრულებელი, ასევე მაყურებელი დიდუბელია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მოსახლეობას ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღის განმავლობაში, ისნისა და დიდუბის რაიონებში თეატრალური წარმოდგენები, პერფორმანსები, სხვადასხვა კონკურსები და სახალისო ვიქტორინები ჩატარდა.

ღონისძიებაზე სპეციალურად მიწვეულმა ქუჩის აკრობატებმა ღია სივრცეში სადღესასწაულო სანახაობა წარადგინეს. თოვლის ბაბუამ კი, პატარებს საჩუქრები გადასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა