ლევან გოგიჩაიშვილი - სპეცოპერაციებთან დაკავშირებით გასაჯაროვდება მხოლოდ იმ რაოდეობის ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს არ დააზარალებს

შესაძლოა არასამთავრობოებს აქვთ სურვილი, მოიპოვონ ინფორმაცია სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, მაგრამ მოიპოვებენ იმ რაოდენობის ინფორმაციას, რამდენსაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გასაჯაროვდება მხოლოდ იმ რაოდეობის ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს არ დააზარალებს. „პალიტრანიუსის’ ეთერში საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მალე მივა ლოგიკურ დასასრულამდე.

„შესაძლოა არასამთავრობოებს აქვთ სურვილი, მოიპოვონ ინფორმაცია სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, მაგრამ მოიპოვებენ იმ რაოდენობის ინფორმაციას, რამდენსაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ. იმდენი ინფორმაცია იქნება გამოტანილი, რამდენიც არ მიაყენებს ზიანს ჩვენ სახელმწიფოს. ადრე თუ გვიან, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ როგორ გადმოკვეთეს საზღვარი, ვინ ეხმარებოდა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა და დღევანდელი სპეცოპერაციაც აჩვენებს იმას, რომ მარტო ერთი ჯგუფი არ იყო.

ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი თანამოქალაქეების უსაფრთხოება. დაველოდოთ და წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან სახელმწიფო არის თვთდაჯერებული, სახელმწიფო მუშაობს და, შესაბამისად, დღევანდელი ოპერაციაც ამის გამოვლინებაა. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა