ოთარ აბესაძის ადვოკატებმა, შესაძლოა, ევროსასამართლოს მიმართონ

ოთარ აბესაძის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით ადვოკატებმა, შესაძლოა, სარჩელი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში შეიტანონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც ტექნიკურ პროცედურებთან არის დაკავშირებული. სარჩელის მთავარ მიზანს ის წარმოადგენს, რომ ოთარ აბესაძის მიმართ ირღვევა კონსტიტუციურად დაცული უფლებები და ის არაადამიანურ პირობებში იმყოფება.

„ოთარ აბესაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ვინაიდან ის იმყოფება არაადამიანურ პირობებში. ჩვენ გვსურს, რომ ოთარ აბესაძეს გირაოს სანაცვლოდ მიეცეს შესაძლებობა სასამართლოში სიარულის, მკურნალობის და პროცესები ჩატარდეს კანონის სრული დაცვით. მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით უამრავი ადამიანია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული და თავად ოთარ აბესაძეც აღიარებს დანაშაულს და ინანიებს მის ქმედებას. თუმცა, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. მაინც და მაინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გავაწევრიანოთ ეს ადამიანი, რომ გარეთ გამოვიდეს?! ეს არ ყოფილა ქართველი ხალხის ოცნება“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება