უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ

უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხზე პარლამენტში გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, შემდეგ კი საკითხი ბიუროს წარედგინება.

უმრავლესობაში ფრაქციები: “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და “ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ იქმნება. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წევრთა რაოდენობის მიხედვით, ერთი 11-კაციანი, ხოლო მეორე 8-წევრის შემადგენლობით.

გარდა ამისა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ გარდა, უმრავლესობის შიგნით არსებული სხვა ფრაქციები რამდენიმე წევრმა დატოვა, რომლებიც ახალი ფრაქციების რიგებში იქნებიან. ამასთან, დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ, ფრაქცია “ქართული ოცნება - მწვანეებიდან“ კვლავ ფრაქცია “ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლა. იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნების“ გარდა, უმრავლესობის ყველა სხვა ფრაქციის წევრთა რაოდენობა ექვსია და ამ გადანაცვლებით მინიმალური ოდენობა მცირდება, ფრაქციების გამოკლებული წევრების უმრავლესობის ახალი წევრებით შევსება ხდება.

წინასაწარი ინფორმაციით, გადაადგილება ჯამში უმრავლესობის 20-ზე მეტ დეპუტატს შეეხო.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი დეპუტატისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.

ორი ახალი ფრაქციის ფორმირებით, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში რვა ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა