აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვიდეორგოლს „ბათუმს“ ჰქვია და მისი ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნიაზ დიასამიძეა.

„მუსიკაც და ტექსტიც ვფიქრობ, ზუსტად გამოხატავს ბათუმის სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს. ვიდეორგოლის დანიშნულება შიდა ტურიზმის სტიმულირებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტუმრები ხედავდნენ ბათუმს ბათუმელებით. ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის ის ენერგეტიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. ასევე, საჭიროდ ჩავთვალეთ პორტრეტებთან ერთად ვიდეორგოლს წარმოეჩინა ის ელემენტები, რომელთა ერთობლიობა ქმნის ბათუმს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017 წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. მათი ნაწილი ისეთ პოპულარული ტელეკომპანიების მაყურებელმა ნახა, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია „Look production“-მა გადაიღო.

ვიდეო-რგოლი - https://www.youtube.com/watch?v=WYAC2zh_pfs

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა