გიორგი კვირიკაშვილი - სასჯელაღსრულების სისტემა ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია

სასჯელაღსრულების სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულებაა ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა.

„სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე-შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით. მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც ასევე დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „პროგრამის საბაზისო პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს სისტემა გახდება კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებაზე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა