პრემიერი 2018 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას და მოსახლეობასთან სპონტანურ შეხვედრებს გეგმავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას და მოსახლეობასთან სპონტანურ შეხვედრებს გეგმავს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„2017 წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევები, არაერთი მძიმე წუთი და დღე გამოვიარეთ. ჩვენ ერთობლიობით, ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და საერთო ძალისხმევბით მივაღწევთ ერთობლივ წარმატებებსაც. 2018 წელი მე გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მე მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო, რომ მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მე მაქვს მხედველობაში ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები. ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის. ამიტომ, ეს იქნება ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი პრობლემებზე, მისი მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების, პრობლემების მოსმენა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა