პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე - სპეცოპერაცია გასაგებია, მაგრამ მძინარე 19 წლის ბავშვს შუბლში რომ ტყვიას ესვრი, ეს არ არის ნორმალური

სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს წევრები იკრიბებიან. საბჭო გეგმავს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას განცხადებით მიმართოს.

"ჩვენ დღეს გავავრცელებთ მიმართვას, რომ შეწყდეს ამგვარი მოქმედება. სპეცოპერაცია გასაგებია, მაგრამ მძინარე 19 წლის ბავშვს შუბლში რომ ტყვიას ესვრი, ეს არ არის ნორმალური. ასევე ოჯახებში, სადაც შევიდნენ, იქ ცხოვრობენ ბავშვები და ქალები. ეს არ არის ნორმალური. თუ რომელიმე ადგილობრივი დამნაშავეა, მოხდეს მისი დაკავება კანონის ფარგლებში, ძალის გამოყენების გარეშე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა