ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაქრო კალაშოვისგან ქრთამის აღების საქმეზე „როსნეფტის“ წარმომადგენელი დააკავეს

რუსეთის ФСБ-მ კომპანია „როსნეფტის“ იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის საგამოძიებო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსეი კრამარენკო ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვისგან („შაქრო მალადოი“) ქრთამის აღების საქმეზე დააკავა. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

„შაქრო მალადოისგან“ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულია მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის საგამოძიებო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი „როსნეფტის“ იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ალექსეი კრამარენკო“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

მისი თქმით, გამოძიება კრამარენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს.

კალაშოვი 2016 წელს ერთ-ერთი რესტორანის მფლობელის, ჟანა კიმისგან მსხვილი თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. სულ გამოძალვის საქმეზე 14 პირია ბრალდებული: 2 მათგანი შემდგომში მომხდარ ორმხრივ სროლას ემსხვერპლა, 11 დაკავებული, მათ შორის კალაშოვი და კრიმინალური ავტორიტეტი ანდრეი კოჩუიკოვი („იტალიელი“) წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან, შსს-ს უშიშროების სამსახურის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, პოლკოვნიკი ევგენი სურჟიკოვი კი შინაპატიმრობაში იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა