დუისის პოლიციასთან ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

დუისის პოლიციასთან ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. პანკისელები გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყდეს მსგავსი მოქმედებები.

”მთელი სოფელი აქ ვართ, როგორ ფიქრობთ, დაკავებულებიდან რომელიმე დამნაშავე ან ტერორისტი რომ იყოს, აქ მოვიდოდით? ეს არის სახელმწიფოსგან დანაშაული, როდესაც მძინარეს ესვრიან. მცირეწლოვან ბავშვებს აშინებენ, ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - განაცხადა აქციის მონაწილე ზაირა მარგოშვილმა.

სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა