მამუკა მდინარაძე - ხარჯებთან მიმართებაში ფრაქციების შიგნით განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება

ხარჯებთან მიმართებაში, ფრაქციების შიგნით განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ჯერ კიდევ მაშინ, როცა 110 - კაციანი ფრაქციისგან რამდენიმე 6 - კაციანი ფრაქცია გაკეთდა, ვაანონსებდით, რომ ფრაქციების რაოდენობა გაიზრდებოდა, მიზეზად უკეთეს მენეჯმენტს ვასახელებდით. საკანონმდებლო პროცესში თითოეული დეპუტატის მეტი ჩართულობისთვის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ორი ფრაქცია ყოფილიყო. 7 - კაციანი და 11 - კაციანი ფრაქციები შეიქმნა. მოხდა გარკვეული გადაჯგუფება, იქნება თემატური ჯგუფები. აზრთა თანხვედრა არის მთავარი. რაც შეეხება ხარჯებს, აბსოლუტურად არასწორია საუბარი, რომ ხარჯებში ეს რაიმე ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან ეს დამოკიდებულია დეპუტატების რაოდენობაზე. ამაზეა დამოკიდებული, როგორც სამივლინებო, ისე აპარატის ხარჯები ფრაქციებში. ხარჯებთან მიმართებაში ფრაქციების შიგნით განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა